Category Archives: სიახლე

ვარლამ ლიპარტელიანმა 2017 წლის სეზონი მასტერსის მოგებით დააგვირგვინა

17 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში,  მასტერსის ტურნირზე ვარლამ ლიპარტელიანმა წარმატებით იასპარეზა და თავის მრავალრიცხოვან პრიზებს მასტერსის ოქროს მედალიც მიუმატა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა 2017 წლის სეზონი მასტერსის მოგებით დააგვირგვინა

ირაკლი ქურასბედიანმა ისევ გაიმარჯვა

25 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ ტერასაში გამართულ სარეიტინგო ორთაბრძოლაში პროფესიონალურ კრივში ირაკლი ქურასბედიანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მისი მოწინააღმდეგე იყო ჩეხი მოკრივე პეტრ გინა, რომელიც ირაკლიმ 30 წამში, ნოკაუტით დაამარცხა.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანმა ისევ გაიმარჯვა

ქვემო სვანეთის მინიმუმ 12 სოფელს ელ. ენერგია მე-3 დღეა არ მიეწოდება

ქვემო სვანეთის ჩოლურის თემის სოფლებში მესამე დღეა თოვს და მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარმა დაახლოებით 80 სმ-ს მიაღწია. ცენტრალური გზა დღეს გაიწმინდა ტექნიკის გამოყენებით და მასზე მხოლოდ მაღალი გამავლობის, 2-ხიდიანი მანქანებით არის მოძრაობა შესაძლებელი.
Continue reading ქვემო სვანეთის მინიმუმ 12 სოფელს ელ. ენერგია მე-3 დღეა არ მიეწოდება

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე კიევში მედია-ტური მოეწყო

6-7 დეკემბერს, კიევში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის და უკრაინის კრიზისული მედია-ცენტრის ორგანიზებით გაიმართა უკრაინის და საქართველოს რეგიონებში მოქმედი მედია-საშუალებების ჟურნალისტების სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებთან დაკავშირებით.
Continue reading ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე კიევში მედია-ტური მოეწყო

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
Continue reading ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

1 დეკემბერს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 383 აბონენტს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხელედი, ლესემა, წანაში, ბავარი და სხვა მიმდებარე სოფლებში, ხოლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე – 201 აბონენტს სოფლებში: ბაბილი, მელურა, გულიდა, მაცხვარლამეზური და მიმდებარე სოფლებში.

Continue reading ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

“ესტონეთი თქვენი მეგობარია ევროკავშირში” – სვენ მიქსერი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიქსერი (Sven Mikser)  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 2017 წლის სამიტს ეხმიანება, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო ბრიუსელში. ესტონეთი 2017 წლის მეორე ნახევარში ევროპის კავშირს თავმჯდომარეობს. სვენ მიქსერის წერილში ხაზგასმულია  ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროპის კავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში დგას.
Continue reading “ესტონეთი თქვენი მეგობარია ევროკავშირში” – სვენ მიქსერი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს 60 წელი შეუსრულდა

22 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილს) შეუსრულდა 60-წელი, რომელიც საზეიმო წირვით აღინიშნა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში. ამ საიუბილეო თარიღთან ერთად აღინიშნა მეუფე ილარიონის მღვდელმთავრად კურთხევიდან თხუთმეტი წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით, მეუფე ილარიონის საპატივცემლოდ სვანეთში ჩამობრძანდნენ: ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).
Continue reading მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს 60 წელი შეუსრულდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

20 ნოემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომა გახსნა ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააცნო  არჩევნების შედეგები დამსწრე საზოგადოებას, შემდეგ კი სხდომის თავმჯდომარეობა განაგრძო საკრებულოს  უხუცესმა წევრმა გრიგოლ ლიპარტელიანმა.
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

22 ნოემბერს მესტიის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხდება

სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ეკა ურიდიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით მეწყრული მოვლენების გამო, მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან საფრთხე შეექმნა 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას.
Continue reading 22 ნოემბერს მესტიის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხდება

თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში

2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშვიდობიანად ჩატარდა, როგორც ჩვენთან საუბარში №46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა განაცხადა, არცერთ უბანზე დამკვირვებელთა მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა.
Continue reading თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში

აზიური ფაროსანა სამეგრელოში – დაზიანებული და გადარჩენილი კულტურები (R)

მერაბ ნადარაია ის გამორჩეული ფერმერია, რომელმაც მოსავლის, თითქმის, სრულად აღება მოახერხა. თხილის პლანტაციები ხობის რაიონში, ახალ ხიბულაში აქვს. საკუთარი წარმატების მიზეზებს თანასოფლელებსაც უზიარებს. Continue reading აზიური ფაროსანა სამეგრელოში – დაზიანებული და გადარჩენილი კულტურები (R)