25 ნოემბერს ლატალის კულტურის სახლში ლატალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ოთარ ფირცხელანის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები “კუკარაჩა” სცენაზე ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. ღონისძიება ლატალის საჯარო სკოლის დირექტორის ციოყ წერედიანისა და პედკოლექტივის ორგანიზებით ჩატარდა. დამდგმელი რეჟისორი მალხაზ გაბადაძე გახლდათ, ფინანსური მხარდამჭერი – “რეგიონალური განვითარების ფონდი”. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
Category Archives: სპორტი
სვანი ახალგაზრდების მორიგი წარმატება ძიუდოში
4 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში. ასპარეზობაში საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს მესტიელმა მოსწავლე ახალგაზრდებმა. პირველი ადგილზე გავიდა სოფელ ლატალის მკვიდრი, მერვე კლასის მოსწავლე დავით გირგვლიანი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დაბა მესტიის წარმომადგენელმა თორნიკე ფალიანმა. გამარჯვებულები თასით, მედლებით, დიპლომებით და საჭიდაო ფორმებით (კიმონოებით) დაჯილდოვდნენ.
მადონა წერედიანი, მესტია
“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს
2014 წელს ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ ყურადღება შეაჩერა ლატალის საჯარო სკოლაზე.
Continue reading “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს
მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს
11-12 ნოემბერს ქ.ზუგდიდში ჩატარდა შეჯიბრი ძიუდოში ცოტნე დადიანის სახელობის თასზე, სადაც მოსწავლე ძიუდოისტებმა ზემო სვანეთიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ ლუკა კვანჭიანი სოფ.ლატალიდან, ზურაბ რატიანი (დაბა მესტია) და თორნიკე ფალიანი (დაბა მესტია). მეორე ადგილზე გავიდა დავით გირგვლიანი (სოფ.ლატალი), ხოლო საბა ფარჯიანმა (სოფ.ლატალი) მესამე ადგილი დაიკავა.
Continue reading მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს
ავთო (ბაჩო) მუკბანიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში გაიმართა საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში 2000-2001 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლენტეხელმა სპორტსმენებმა.
Continue reading ავთო (ბაჩო) მუკბანიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა
“ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა
21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის – „ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში. სწორედ, ამ ორგანიზაციამ განახორციელა ლენტეხში სვანური ფოლკლორის ფესტივალი “სვანფესტი”, რომლის მიზანი იყო ლენტეხის რაიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის, ცნობადობის ამაღლება, ასევე უძველესი სვანური თამაშობების აღდგენა და პოპულარიზაცია; სვანური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებისათვის ტრადიციული სახის მიცემა.
Continue reading “ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა
ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა
17-19 ოქტომბერს ქვემო სვანეთის ახალგაზრდა ძიუდოისტებს 3 დღიანი მასტერკლასი ჩაუტარა ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანმა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა
ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხში საჩვენებელ ვარჯიშებს ატარებს
2 დღეა ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი დაბა ლენტეხში, სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტულ დარბაზში ახალგაზრდა ძიუდოისტებს მასტერკლასებს უტარებს.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხში საჩვენებელ ვარჯიშებს ატარებს
თენგო გაზდელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
7-8 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში თენგო (თენგიზ) გაზდელიანმა (მწვრთნელი ერეკლე გურჩიანი ) აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვა როგორც მარცხენა ხელით, ასევე მარჯვენა ხელით ასპარეზობისას.
Continue reading თენგო გაზდელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა
19 სექტემბერს ლენტეხს ესტუმრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მას სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირებიც ახლდნენ.
Continue reading ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა
მიხეილ ხერგიანის ტურნირი მეკლდეურობაში
1-4 სექტემბერს მესტიაში მეკლდეურობაში მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. სპორტსმენები ტურნირის ფარგლებში ბუნებრივი და ხელოვნური კლდეების დალაშქვრასა და ხელოვნური ბარიერების გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
“სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო
“სვანფესტი” – სვანური ფოლკლორის ფესტივალი ქვემო სვანეთში გადაიდო 26 აგვისტოსათვის. ამის მიზეზი სოფ. შკედში მოზარდის დაღუპვა გახდა, რადგან დასაფლავება 25 აგვისტოს დაემთხვა. ცვლილებაა ფესტივალის განრიგშიც.
Continue reading “სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო