Category Archives: ახალგაზრდობა

ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს

22 ნოემბერს დღის 3 საათზე ლენტეხის კულტურის სახლში ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული სპექტაკლი
“ლადო ასათიანის ხანმოკლე და ტრაგიკული ცხოვრების ამბავი”. სპექტაკლი დადგა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორმა ტატო პატარიძემ. სპექტაკლი გაიმართა “რეგიონალური განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” (MAC) მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია რეზო ჩინჩალაძე.
Continue reading ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს

ზემო სვანეთიდან 9 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

14 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ის მოსწავლეები, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს მეცხრე კლასი. მათ საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები (პორტატული კომპიუტერები).
Continue reading ზემო სვანეთიდან 9 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს

2014 წელს ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ ყურადღება შეაჩერა ლატალის საჯარო სკოლაზე.
Continue reading “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს

მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს

11-12 ნოემბერს ქ.ზუგდიდში ჩატარდა შეჯიბრი ძიუდოში ცოტნე დადიანის სახელობის თასზე, სადაც მოსწავლე ძიუდოისტებმა ზემო სვანეთიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ ლუკა კვანჭიანი სოფ.ლატალიდან, ზურაბ რატიანი (დაბა მესტია) და თორნიკე ფალიანი (დაბა მესტია). მეორე ადგილზე გავიდა დავით გირგვლიანი (სოფ.ლატალი),  ხოლო საბა ფარჯიანმა (სოფ.ლატალი) მესამე ადგილი დაიკავა.
Continue reading მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს

განათლების მინისტრმა ცაგერში მოსწავლეები დააჯილდოვა

13 ნოემბერს ქ. ცაგერში მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს და პირადად გადასცა ნოუთბუქები ამავე მუნიციპალიტეტების საბაზო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
Continue reading განათლების მინისტრმა ცაგერში მოსწავლეები დააჯილდოვა

ავთო (ბაჩო) მუკბანიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისში გაიმართა საქართველოს პირველობა ჭიდაობა სამბოში 2000-2001 წელს დაბადებულ ვაჟთა შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლენტეხელმა სპორტსმენებმა.
Continue reading ავთო (ბაჩო) მუკბანიანი საქართველოს ჩემპიონი გახდა

“ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა

21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის – „ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში.  სწორედ,  ამ ორგანიზაციამ განახორციელა ლენტეხში  სვანური ფოლკლორის ფესტივალი “სვანფესტი”, რომლის მიზანი იყო ლენტეხის რაიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის, ცნობადობის ამაღლება, ასევე  უძველესი სვანური თამაშობების აღდგენა და პოპულარიზაცია; სვანური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებისათვის ტრადიციული სახის მიცემა.

Continue reading “ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა

ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა

17-19 ოქტომბერს ქვემო სვანეთის ახალგაზრდა ძიუდოისტებს 3 დღიანი მასტერკლასი ჩაუტარა   ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა  ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანმა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა

ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხში საჩვენებელ ვარჯიშებს ატარებს

2 დღეა ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი დაბა ლენტეხში,  სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტულ დარბაზში ახალგაზრდა ძიუდოისტებს მასტერკლასებს უტარებს.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხში საჩვენებელ ვარჯიშებს ატარებს

თენგო გაზდელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

7-8 ოქტომბერს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში თენგო (თენგიზ) გაზდელიანმა (მწვრთნელი ერეკლე გურჩიანი ) აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლები მოიპოვა როგორც მარცხენა ხელით, ასევე მარჯვენა ხელით ასპარეზობისას.
Continue reading თენგო გაზდელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

გაიცანით  მუსიკოსი, მხატვარი, სკულპტორი, ხეზე კვეთის უბადლო ოსტატი… უბრალოდ შესანიშნავი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ანდრო მუკბანიანი.  მიუხედავად  ყმაწვილური ასაკისა, ის უკვე ჩამოყალიბებული ხელოვანი და ოსტატია. მის ნამუშევრებს საქართველოს მრავალ ეკლესიასა თუ კერძო კოლექციებში შეხვდებით, ყოველი მათგანი ახალგაზრდა შემოქმედის სულის ნაწილია, ხეში ნაკვეთი ულამაზესი გვირისტებით და ძველქართული ორნამენტებით მოჭიქული, იშვიათი შერწყმა ნიჭიერების და შრომისმოყვარეობისა. ტრადიციული სვანური საკრავების უზადო ოსტატი და ამავე საკრავებზე ვირტუოზული შემსრულებელი. ანდრო მუკბანიანი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ჰყავს შეგირდები, ახლო მომავალში ხსნის ხეზე კვეთის სკოლას ჩოლურში. ის არის ანსამბლ “მუჟე ნარი”-ს სოლისტი, აქვს უამრავი შეკვეთა… და მაინც ყველაფერს ასწრებს.

Continue reading მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”

20 სექტემბერს დაბა ლენტეხის ცენტრში უჩვეულო სანახაობის მოწმენი გავხდით. ლენტეხს ესტუმრენ მოზარდები, რომელთაც მოაწყვეს  ფლეშმობი – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის ფარგლებში.
Continue reading ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”