Category Archives: ეკონომიკა

ხანძარი მესტიის ტყეში

12 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ლცლაშის” ტყეს ცეცხლი წაეკიდა, შსს სამსახურმა ოპერატიულად გამოიძახა ვეტმფრენი, რადგან სხვა ტექნიკით აღნიშნულ ადგილამდე მისვლა შეუძლებელია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვება.
Continue reading ხანძარი მესტიის ტყეში

ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა

სოფელ ფარში, მესტიის მუნიციპალიტეტში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოციალური საწარმო “მზეკო” გაიხსნა.
საწარმოს დამფუძნებლები არიან ეკა წულუკიძე და მზია გვარმიანი. ამ სოციალურ საწარმოში  ქალები არიან დასაქმებული და ის ს.ს.ი.პ. “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭრით შეიქმნა.
Continue reading ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა

28, 29, 30 ივლისს სოფ. ბარჯაშს ელ. ენერგია შეზღუდვით მიეწოდება

28, 29 და 30 ივლისს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “ხუდონი“-ს ფიდერი “ბარჯაში”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაშის 7 აბონენტს.
Continue reading 28, 29, 30 ივლისს სოფ. ბარჯაშს ელ. ენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში მიმდინარეობს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მე-100-112-ე კმ-ების ჩათვლით). Continue reading ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26-27 ივლისს ელ. ენერგია დროებით შეუწყდებათ სვანეთის, ლეჩხუმის, იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთ დასახლებას

26 ივლისს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “მესტია”-ს ფიდერები “ზურულდი“ (281 აბონენტი) და ფიდერი “მუზეუმი“ (3 აბონენტი),  რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტის 284 აბონენტს (დაბა მესტია, სოფ. იელი, მუზეუმი, პრეზიდენტის რეზიდენცია, სასტუმრო).
Continue reading 26-27 ივლისს ელ. ენერგია დროებით შეუწყდებათ სვანეთის, ლეჩხუმის, იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთ დასახლებას

მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

22-ივნისს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა კურთხევით, მესტიას ეწვიენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: თამაზ საგინაძე (ტენორი), ნინო ჩაჩუა (სოპრანო), ირინა ალექსიძე (მეცო სოპრანო), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), ნონა ბერაძე (სოპრანო), ნანა ბერაძე (მეცო სოპრანო), ასევე მომღერლები მიხეილ ყავლაშვილინინო ბაშარული და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი “ვირტუოზი”.
Continue reading მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ

სოფელი გვიმბრალა ცაგერი-ლენტეხის შემაერთებელ გზაზე, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, დაბა ლენტეხიდან 15 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დავინტერესდით რა პრობლემები აწუხებთ გვიმბრალის მცხოვრებთ, რა დაპირებები მიიღეს 2014 წლის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებზე და როგორი კმაყოფილები არიან მათი შესრულებით.
Continue reading სოფ. გვიმბრალის ოთიას უბანში სასმელი წყლის გაყვანას წლებია ითხოვენ

ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა

22 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის ბოძს ხანგრძლივმა წვიმებმა და ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალეს, რამაც გამოიწვია მისი წაქცევა.
Continue reading ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა

ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები დაბა მესტიაში გაგრძელდა

10 ივნისს დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები. დამსწრე საზოგადოებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ”, საზეიმო საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე წარსდგა მუსიკალური ჯგუფი “ფრანი”. Continue reading ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები დაბა მესტიაში გაგრძელდა

მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

6 ივნისს დაბა მესტიაში “მესტიაჭალა 1” და “მესტიაჭალა 2” ჰიდრო ელექტრო სადგურების კასკადის მშენებლობის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. მესტიას ეწვიენ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო”-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
Continue reading მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

მესტიაში ფესტივალი “გაზაფხულის ფერები ” ჩატარდა

21-მაისს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ჩატარდა ახალგაზრდა შემოქმედთა ფესტივალი “გახაფხულის ფერები”.

Continue reading მესტიაში ფესტივალი “გაზაფხულის ფერები ” ჩატარდა

მესტიაში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

20-მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკონფენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორმა და პროექტის წარმომადგენელმა გიორგი სვანიძემ წარადგინა პროექტი და დაინტერესებულ პირებს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა.
Continue reading მესტიაში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა