Category Archives: ლენტეხის მუნიციპალიტეტი

წმინდა ბარბარესა და მაცხოვრის ხატი ლენტეხში

30 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტში წმინდა ბარბარესა და იესო ქრისტეს ხატი ჩამოაბრძანეს, რომელსაც თან მოჰყვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ საჭამიასერის წმინდა ბარბარეს ტაძრის 200 წმინდა ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან.

Continue reading წმინდა ბარბარესა და მაცხოვრის ხატი ლენტეხში

“ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა

21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის – „ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში.  სწორედ,  ამ ორგანიზაციამ განახორციელა ლენტეხში  სვანური ფოლკლორის ფესტივალი “სვანფესტი”, რომლის მიზანი იყო ლენტეხის რაიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის, ცნობადობის ამაღლება, ასევე  უძველესი სვანური თამაშობების აღდგენა და პოპულარიზაცია; სვანური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებისათვის ტრადიციული სახის მიცემა.

Continue reading “ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა

მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ლენტეხში ამომრჩეველს შეხვდა

“მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის”  პარტიის ლიდერი ბატონი პაატა ბურჭულაძე 21 სექტემბერს  ლენტეხის მოსახლეობას  შეხვდა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ ცხვედიანი, ასევე ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი  ირაკლი ყიფიანი წარუდგინა“საქართველოს ხალხი იმსახურებს ღირსეულ სახლმწიფო პოლიტიკას, ღირსეულ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს, განათლების სწორ და პროდუქტიულ სისტემას,  დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ეს არის უიმედობა, მე ჩამოვედი აქ იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ხვალინდელი დღის იმედი, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი…  ”  თქვა თავის სიტყვაში პარტიის ლიდერმა.

Continue reading მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ლენტეხში ამომრჩეველს შეხვდა

ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

1 სექტემბერს ლენტეხის კულტურის სახლში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა. ოცნების მთავრობის ოთხწლიანი მუშაობის შედეგები, სამომავლო გეგმები,  წინასაარჩევნო დაპირებები, მთავრობის პრიორიტეტები – ეს იყო საკითხები, რომლებზეც ენუქიძესთნ ერთად მხარის გუბერნატორმა – პაპუნა მარგველიძემ ისაუბრა.

Continue reading ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა

19 სექტემბერს ლენტეხს ესტუმრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. მას სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირებიც ახლდნენ.
Continue reading ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა

სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს

8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის მოხდა ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურის, ონის და ცაგერის საარჩევნო ოლქების გაერთიანება ერთ საარჩევნო ოლქში. შედეგად საქართველოს პარლამენტში ამ ხუთი მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელი იქნება ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.

Continue reading სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს

ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”

20 სექტემბერს დაბა ლენტეხის ცენტრში უჩვეულო სანახაობის მოწმენი გავხდით. ლენტეხს ესტუმრენ მოზარდები, რომელთაც მოაწყვეს  ფლეშმობი – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის ფარგლებში.
Continue reading ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”

“…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია

25 აგვისტოს დაბა ლენტეხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და, ამავდროულად, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.
Continue reading “…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია

გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება

გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა ქვემო სვანეთის გარდა უკვე შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი და ცაგერი.

ქუთაისში გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:

ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი რკინიგზის სადგურის წინ მდებარე პრესის ჯიხურში;
Continue reading გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება

“სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო

“სვანფესტი” – სვანური ფოლკლორის ფესტივალი ქვემო სვანეთში გადაიდო 26 აგვისტოსათვის. ამის მიზეზი სოფ. შკედში მოზარდის დაღუპვა გახდა, რადგან დასაფლავება 25 აგვისტოს დაემთხვა. ცვლილებაა ფესტივალის განრიგშიც.
Continue reading “სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო

20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

უკვე მერვე  წელია, აგვსიტოს მეორე ნახევარში, დაბა ლენტეხში ტარდება შესანიშნავი  ლენტეხელი ახალგაზრდის, უდროოდ დაღუპული იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი  ფეხბურთში,  ღონისძიებას საფუძველი ლენტეხის ახალგაზრდობამ  იასონ ქურასბედიანის ძმის  – ირაკლის ხელმძღვანელობით ჩაუყარა.
Continue reading 20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

“სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში

25-26 აგვისტოს, პირველად ქვემო სვანეთის ისტორიაში, სვანური ფოლკლორის ფესტივალი -,,სვანფესტი” ჩატარდება. კულტურული ღონისძიება პროექტის – “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლ”-ის ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულ პროექტს  არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი” ახორციელებს, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.

“svanetiinfo.ge” “სვანფესტთან” დაკავშირებით “ლაჰილ”-ის თანადამფუძნებელს ზვიად მუსელიანს გაესაუბრა: Continue reading “სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში