10 ივნისს თბილისში, საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალური ეტაპი, რომელშიც მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა “ოსანა”-მ გაიმარჯვა და საჩუქრად ისრაელის ერთკვირიანი საგზური მოიპოვა. Continue reading მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ
Monthly Archives: June 2017
ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები დაბა მესტიაში გაგრძელდა
10 ივნისს დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები. დამსწრე საზოგადოებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ”, საზეიმო საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე წარსდგა მუსიკალური ჯგუფი “ფრანი”. Continue reading ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები დაბა მესტიაში გაგრძელდა
ზემო სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა
10 ივნისს მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრს სამთო-სათხილამურო კურორტმა “თეთნულდმა” უმასპინძლა.
ბორის კახიანი იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი სათხილამურო სპორტში 1967 წლიდან, საერთაშორისო შეჯიბრებების, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებული. ის, 35 წლის ასაკში, თავის მძღოლთან ერთად დაუდგენელ ვითარებაში დაიკარგა და დაღუპულად გამოცხადდა. Continue reading ზემო სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა
ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
9 ივნისს ჭიათურაში მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Continue reading ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მესტიაში მოსწავლეებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების შესახებ კონკურსი ჩატარდა
10-ივნისს, მესტიის II საჯარო სკოლაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პირველად პრევენციაზე მიმართული კონკურსი ჩაატარეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის. კონკურსში I ადგილზე გავიდა VIII კლასის მოსწავლე ნინო კახბერიძე, რომელმაც შესაბამის თემატიკაზე ლექსი დაწერა და რეპის სახით წარმოადგინა. Continue reading მესტიაში მოსწავლეებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების შესახებ კონკურსი ჩატარდა
მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო
6 ივნისს დაბა მესტიაში “მესტიაჭალა 1” და “მესტიაჭალა 2” ჰიდრო ელექტრო სადგურების კასკადის მშენებლობის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. მესტიას ეწვიენ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო”-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
Continue reading მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო
რუსიკო ქოჩქიანი მესტიის მიწას მიაბარეს
29 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, ყველასთვის საყვარელი და საპატივცემულო პიროვნება, ქალბატონი რუსიკო ქოჩქიანი.
რუსიკო დავითის ასული ქოჩქიანი დაიბადა 1960 წლის 12 ივნისს დაბა მესტიაში. მან 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიის მაგისტრატურა, მინიჭებული ჰქონდა ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაცია. 2008 წელს მოიპოვა სმითსონიანის (აშშ) ინსტიტუციის სერთიფიკატი სამუზეუმო საქმის მენეჯმენტში. ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში მუშაობა დაიწყო 1984 წელს. პარალელურად 1984-85 წწ. მუშაობდა მესტიის სამხატვრო სკოლის დირექტორად. Continue reading რუსიკო ქოჩქიანი მესტიის მიწას მიაბარეს
მესტიაში კონკურსი “ინტელექტი” დასრულდა
3 ივნისს მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის II საჯარო სკოლაში ზემო სვანეთის 15 საჯარო სკოლის I-IX კლასების მოსწავლეებისათვის ჩატარდა კონკურსი “ინტელექტი”.
ეს კონკურსი ტარდება 2013-2014 სასწავლო წლიდან. მისი მიზნებია სწავლების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა სკოლების მოსწავლეთა დაახლოება, მოსწავლეთა კონკურენციის უნარის განვითარება, მოსწავლეთა სხარტი აზროვნების განვითარება, მათში თვითშეფასების ამაღლება, მოსწავლეთა ცოდნის რეალიზება.
Continue reading მესტიაში კონკურსი “ინტელექტი” დასრულდა
სოფ. ფარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება “წიგნების თარო” ჩატარდა
31-მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა “ჯინსების თაობა” ჩაატარა ღონისძიება “წიგნების თარო”. იდეის და პროექტის ავტორი, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი, აღნიშნული კლუბის ხელმძღვანელი ეკატერინე წულუკიძეა. ღონისძიებაზე მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ქ-ნმა დარეჯან ნიგურიანმა აღნიშნა: Continue reading სოფ. ფარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება “წიგნების თარო” ჩატარდა
ქვემო სვანეთის სოფელ ხელედში წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტერი გაიხსნა
გუშინ, ნინოობის დღესასწაულზე სოფ. ხელედში წმინდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნა. საზეიმო წირვა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) და ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ერთობლივად აღავლინეს.
Continue reading ქვემო სვანეთის სოფელ ხელედში წმინდა თამარ მეფის დედათა მონასტერი გაიხსნა
ბავშვთა დაცვის დღეს მესტიას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი ესტუმრა
1-ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესტიას ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი ესტუმრა. პატარებისთვის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი “სამი გოჭი”, რომელმაც ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ სანახაობამ მხიარული განწყობა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შეუქმნა. Continue reading ბავშვთა დაცვის დღეს მესტიას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი ესტუმრა
ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მ. ხერგიანის ქუჩის მონაკვეთი მოხატეს. ნახატებზე ასახული იყო ბავშვთა თავისუფალი, ლაღი და ფერადი სამყარო.
მოსწავლეებს მიეცათ დავალება შეექმნათ სპონტანურად მოფიქრებული ნახატები, სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი. ნახატები შესრულდა ფერადი ცარცით. საჭირო მასალა მოსწავლეებმა თვითონვე მოიმარაგეს, რის შესახებაც 2 დღით ადრე იყვნენ გაფრთხილებულნი პედაგოგების მიერ.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა