გუშინ, 8 აპრილს, ქვემო სვანეთის სოფ. ლექსურის მკვიდრს, ახალგაზრდა მამაკაცს – გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი დაუდასტურდა. ის გადაყვანილ იქნა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვა”-ს დირექტორის გოგი (მიხა) ონიანის ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება ქვემო სვანეთში იმყოფებოდა 24 მარტიდან, ხოლო მანამდე ის იყო თბილისში, სადაც კონტაქტი ჰქონდა მის დასთან, რომლის მეუღლეც, ეროვნული ბანკის თანამშრომელი, შემდგომში ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა.
Continue reading ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Category Archives: საზოგადოება
კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მარინე სვანიძემ გაიმარჯვა
17 იანვარს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გამარჯვებულის პრიზი მარინე სვანიძეს გადაეცა. მარინე სვანიძე kvira.ge-ს რეგიონული კორესპონდენტია, ასევე 2014 წლის დეკემბრიდან დღემდე მუშაობს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (2017 წ.-მდე გამგეობის) დაქვემდებარებაში არსებული ა.ა ი.პ.-ის “ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“-ს დირექტორის თანამდებობაზე. 2012 წლიდან 2015 წლამდე მარინე სვანიძე იყო ტელეკომპანია მეცხრე არხისა და საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“-ს რეგიონული ჟურნალისტი.
Continue reading კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მარინე სვანიძემ გაიმარჯვა
სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
Continue reading სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება
10 აგვისტოს, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდებარე წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი). ეს ტაძარი ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ ერთერთ უღელტეხილზე, ლატფარის უღელტელზე მდებარეობს. Continue reading ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება
ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა
9 ივლისს, ქ. ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით გაიმართა “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019”. Continue reading ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა
ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა
დღეს, 3 ივნისს, 10 სთ-დან დაახლოებით 12 სთ-მდე, დაბა ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. გაფიცვის მიზეზი ბოლო 3 თვის აუღებელი ხელფასი იყო.
Continue reading ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა
რეგიონულმა ჰაბმა ლენტეხსა და რაჭა-ლეჩხუმში ტრენინგები ჩაატარა პროექტის მართვის საკითხებზე
24 მაისს – ქ. ამბროლაურში, 23 მაისს – ქ. ონში, 17 მაისს – დაბა ლენტეხში, 15 მაისს – ქ. ცაგერში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ფონდი „აფხაზინტერკონტი”“, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროექტის მართვა“ (II ნაწილი);
Continue reading რეგიონულმა ჰაბმა ლენტეხსა და რაჭა-ლეჩხუმში ტრენინგები ჩაატარა პროექტის მართვის საკითხებზე
გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა
20 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვისას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა გოჩა გრიგოლის ძე ლიპარტელიანი. იგი ამჟამად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მსახურობს დიაკონის ხარისხში. მამა გოჩა (ლიპარტელიანი) ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ლენტეხის რაიონის სოფ. ლასკადურაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე ჯენარო ონიანი და ხუთი ვაჟი.
Continue reading გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა
ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა
გუშინ, 22 მარტს, დაბა ლენტეხში დაგეგმილი იყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის საჯარო განხილვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია, შენობაში არავინ შეუშვა, რის გამოც განხილვა ჩაიშალა.
Continue reading ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა
“ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში
ტალინის კონფერენციაზე საშუალება გვქონდა რამდენიმე წუთიანი კომენტარი ჩაგვეწერა ესტონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან ზაზა წერეთელთან. ის პროფესიით ექიმია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მისი ოჯახი ტალინში ცხოვრობს, ბატონი ზაზა ამჟამად ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე, მისი ვაჟი კი ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
ბატონო ზაზა, ესტონეთში 10 წლის წინ ჩამობრძანდით და რას ამჩნევთ როგორ განვითარდა იგი მას შემდეგ, რამდენად იქონია გავლენა ევროკავშირში შესვლამ ? Continue reading “ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში
ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს
ეს ახალგაზრდა კაცი გახლავთ ესტონეთში არსებული ქართული რადიო-გადაცემის “სამკვიდრო”-ს ავტორი და წამყვანი ალექსანდრე (ლექსო) ჩანადირი. გადაცემა “სამკვიდრო” ესტონეთის რუსულენოვანი საზოგადოებრივი რადიოს – Raadio 4-ის ეთერში გადაიცემა. ლექსო დიდი სიამოვნებით დათანხმდა ჩვენთან შეხვედრას და ინტერვიუს ჩაწერას:
მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ მოხვდით ესტონეთში?
ესტონეთში 2011 წელს ჩამოვედი, ტარტუს უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, დავამთავრე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტშივე ვიმუშავე 4 წელი.
Continue reading ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს
“საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი
თებერვალში ტალინში, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის” მიერ გამართული კონფერენციის პანელზე “ევროპა სახლიდან იწყება: განვითარებადი რეგიონული მედია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” საინტერესო დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მედია-ექსპერტები: საქართველოდან – გალინა პეტრიაშვილი, უკრაინიდან – ანდრეი ევჩენკო, ესტონეთიდან – არტურ აუკონი (Aukon), ფინეთიდან – იარმო მეკელე (Jarmo Mäkelä).
Continue reading “საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი